19 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
მოვუწოდებ სხვა მედიასაშუალებებს, უფრო მეტად გააშუქონ რუსთავი2-თან დაკაშირებული პროცესები - თამარ კორძაია

პარლამენტის ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილის, თამარ კორძაიას, თქმით, რუსთავი2-ის და ნებისმიერი ტელევიზიის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული.

ამის შესახებ განცხადება კორძაიამ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.  

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ რუსთავი2-ს აქვს ის შესაძლებლობა, რომ ჩართოს კამერა სასამართლო დარბაზში და მიმდინარე პროცესები სრულად იყოს ასახული მედიასაშუალებების მიერ. სხვა მედიასაშუალებებსაც მოვუწოდებდი, რომ რუსთავი2-ის პროცესთან დაკავშირებით უფრო მეტად გააშუქონ საკითხები. რუსთავი2-ის და ნებისმიერი ტელევიზიის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში და ეს ასე უნდა გაგრძელდეს დან რა თქმა უნდან ეს ყველა პროცესი უნდა იყოს საზოგადოების დაკვირვების ქვეშ,“ - განაცხადა კორძაიამ.     

დღის ამბები