ბოტანიკური ბაღის საკითხთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე დაკავებულები 250 ლარიანი ჯარიმის შესახებ პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყევტილებას გაასაჩივრებენ.
მათ ჯარიმა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობისთვის დააკისრეს. 6 ადამიანი პოლიციამ 7 მაისს დააკავა.
ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებებისა და მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის გასხვისების გამო, აქციების გაგრძელება ისევ იგეგმება.
აქციის მონაწილეები ხვალ საკრებულოსთან აპირებენ შეკრებას, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით საკრებულოში თბილისის მერს სწორედ ხვალ ელოდებიან.