თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია, ხვალ 17 მაისს დღის ბოლომდე ტელეკომპანია საქართველოს ყადაღის შესახებ მხარეებს დასაბუთებულ განჩინებას აღარ ჩააბარებს. 13 მაისს გამართულ სხდომაზე, სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარემ ნატა ნაზღაიძემ განაცხადა, რომ სასამართლო შეიკრიბებოდა 16 მაისს და 17 მაისს დღის ბოლომდე მხარეებს ტელეკომპანია საქართველოს ყადაღის შესახებ განჩინება ჩაბარდებოდათ, თუმცა დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან, რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს იურისტებს აცნობეს, რომ სასამართლო ხვალ მხარეებს განჩინებას არ ჩააბარებს და მოსამართლეებს დამატებთი დრო დასჭირდებათ, ამის შესახებ რუსთავი 2-ს არხის იურისტმა თამთა მურადაშვილმა განუცხადა.
"გვითხრეს, რომ სასამართლოს დასჭირდება კიდევ ორი დღე, მათ არ სურთ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება და უნდათ, რომ დასაბუთებული განჩინება ჩაბარდეს მხარეებს, ამიტომ გვითხრეს, რომ ეს ხუთშაბათს 19 მაისს საღამოს, ან 20 მაისს დილით მოხდება,"-განმარტა მურადაშვილმა.