რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებს და პარლამენტის უმრავლესობის წევრს თამაზ მეჭიაურს შელაპარაკება მოუვიდათ.
თამაზ მეჭიაური რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა და მასთან ჟურნალისტები ცდილობდნენ ინტერვიუს ჩაწერას, იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს ის ლგბტ უფლებადამცველების დაკავების შესახებ. რამაც მეჭიაურის გაღიზიანება გამოიწვია. მან ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა და ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ლგბტ-ს იმას უწოდებ, რომ თხუპნიან საპატრიარქოს ღობეებს? ლგბტ ვინ არის იცი? ერთ ადგილზე არიან და თავის ერთ ადგილს იქ უვლიან და თავისთვის იყენებენ როგორც უნდათ, არავინ არ უშლის, მაგრამ ვინც მიდის და თხუპნიან საპატრიარქოს, ეგენი არიან პიდარასტები ნუ თხუპნით საპატრიარქოს, იყავით დაეტიეთ თქვენ ადგილზე,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მეჭიაურის თქმით, დღეს დაგეგმილ აქციას შეუერთდება.