19 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთის პროკურატურას ადგილობრივები ზეწოლაში, შანტაჟსა და ქონების იძულებით დათმობაში ადანაშაულებენ

საკუთრების გარეშე დარჩენილი 40-მდე ოჯახი-პროკურატურაში უკვე დაწყებულია ინტენსიური დაბარებები და დაკითხვები, სადაც გამოძიება ბაკურიანელების მიერ დარეგისტრირებული ნაკვეთების კანონიერებას სწავლობს. რამდენიმე მათგანი მიწის მითვისების ბრალდებით დააკავეს კიდეც.

სამცხე-ჯავახეთის პროკურატურას ზეწოლაში, შანტაჟსა და უძრავი ქონების იძულებით დათმობაში ადგილობრივები ადანაშაულებენ.

ბაკურიანის ტურისტულ ნაწილში ქონების დათმობის სანაცვლოდ ადგილობრივების ჯერ დაკავების და შემედგ გათავისუფლების ფაქტებს ადასტურებს ირაკლი ბარძიმაძეც. დაზარალებულების ადვოკატი აცხადებს, რომ მიწის უკანონო მითვისების საქმეზე ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში რამდენიმე პირი იმყოფება, გათავისუფლებულებს კი დაწესებულება მხოლოდ მას შემდგ დაატოვებინეს, რაც ქონება პროკურატურის ზეწოლის შედეგად სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმეს.

ადგილობრივების ბრალდებებს დღეს პროკურატურაში არ უპასუხეს. დაზარალებულმა მოსახლეობამ სამცხე-ჯავახეთის პროკურატურასთან აქციაც გამართა.

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, მაია იველაშვილი, ედო თათელიშვილი.

 

 

 

დღის ამბები