19 მაისი 2024,   20:40
ვრცლად
დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა-"დელტას" ხელმძღვანელის გათავისუფლების მიზეზი ცნობილი გახდა

თავდაცვის მინისტრმა საჯაროდ დაადასტურა, რომ დელტას ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა, თუმცა არ დაუკონკრეტებია გათავისუფლების ზუსტი მიზეზი. ხიდაშელის განმარტებით გენერალური ინსპექციის მოკვლევის შემდეგ შესაძლოა უჩა ძოძუაშვილი თანამდებობასაც დაუბრუნდეს.

ძოძუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი, რაზეც თავდაცვის მინისტრმა არ ისაუბრა კურიერისთვის გახდა ცნობილი. 18 მაისის ბრძანებაში წერია, რომ დელტას ხელმძღვანელი დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევისთვის მოხსნეს. საქმე ეხება სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს, რომლებმაც მინისტრის მტკიცებით კახეთის სტიქიის დროს ვერ გამოიყენეს.

თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებს კატეგორიულად არ იზიარებს დელტას ყოფილი დირექტორი. მოხსნის დეტალებს არ ყვება, მაგრამ განმარტავს რომ კახეთის სტიქიის დროს ცენტრმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა.

ობიექტური გამოძიების იმედი აქვთ ქართულ ოცნებაშიც. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ხიდაშელმა ძოძუაშვილის გადაყენებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
შეკითხვები დელტას საქმიანობასთან აქვთ თავისუფალ დემოკრატებსაც.

ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ დელტას დანადგარები კახეთში მომხდარი სეტყვის დროს უმოქმედოდ იდგა, რის გამოც მოსახლეობამ ათეულობით ათასი ლარის ზარალი მიიღო.

ავტორები: დავით კაკულია, სალომე ბოკუჩავა, თემურ ვარაზანაშვილი.

დღის ამბები