სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია საქართველოს წილებს ყადაღა მოეხსნა. TV საქართველოს წილები რუსთავი 2-ის საქმის ფარგლებში მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გასულ წელს დააყადაღა. მაშინ ურთმელიძემ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო, რითაც ტელეკომპანიის წილების გასხვისება აკრძალა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ურთმელიძის ყადაღა მთლიანად გაუქმებულია.
“მთავარი დღეს არის და რჩება ურთმელიძის ეგრედ წოდებული ნოვატორული გადაწყვეტილების გაუქმება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და არ აღმოჩნდეს ისე, რომ ამ საკითხით, ხელისუფლებამ ერთგვარი ხრიკი, არ გამოიყენოს, რომ თითქოს სასამართლოს დამოუკიდებლობის მითი შექმნას, ჩვენთვის უარყოფითი გადაწყვეტილების გამოტანამდე რამდენიმე კვირით ადრე,“ - განაცხადა ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.
ტელეკომპანია საქართველოს იურისტის ქეთევან ხომერიკის თქმით, სასამართლოს არ ჰქონდა არც ერთი კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რომ ძალაში დაეტოვებინა აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება.
“უდნა დაკმაყოფილებულიყო პირველ ინსტანციაში, მოსამართლე ურთმელიძის მიერ, თუმცა მან ეს არ გააკეთა. არ გააკეთა მაშინ როდესაც ერთი და იმავე რიცხვში, 3 ნოემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ის მოთხოვნები რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიებაც იყო ეს განჩინება, თუმცა განჩინება ძალაში დატოვა. ეს არის პროცესუალური ნონსენსი და აქედან გამომდინარე დღეს-დღეობით სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა არც ერთ კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რომ ძალაში დაეტოვებინა ეს უზრუნველყოფის ღონისძიება,“ - აღნიშნა ქეთევან ხომერიკმა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.