19 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
"სასამართლოს პირველ ინსტანციაში უნდა გაეუქმებინა დადებული ყადაღა,"-პაატა სალია

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია საქართველოს წილებზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, სასამართლოს პირველ ინსტანციაში უნდა გაეუქმებინა დადებული ყადაღა.

“პირველი ინსტანციის სასამართლომ, როდესაც არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი 18 მილიონის ნაწილში, რისთვისაც იყო გამოყენებული ეს ყადაღა, გადაწყვეტილებით უნდა გაეუქმებინა დადებული ყადაღა, ხოლო საჩივარი ტელეკომპანია საქართველოს და ყარამანიშვილების ამ ნაწილში უნდა დაეტოვებინა განუხილველი. ეს იქნებოდა სწორი საპროცესო გადაწყვეტა ამ შემთხვევაში და ჩვენ გადაწყვეტილების 18 მილიონის ნაწილში, გასაჩივრების შემთხვევაში გვექნებოდა მოცემულობა, რომ ეს ყადაღა  მართალია გადაწყვეტილებით იქნებოდა გაუქმებული, თუმცა გასაჩივრების შემთხვევაში, მისი ფაქტობრივად ყადაღის მოხსნა საჯარო რეესტრში ვერ განხორციელდებოდა. ამით ჩვენი უფლებები დაცული იქნებოდა,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

ავტორი: პაატა სალია. 

დღის ამბები