19 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
პრემიერისა და პოლიციის ნდობა შემცირდა - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  დაკვეთით 2016 წლის 15-28 მარტს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც  მონაწილეობა 2 ათას 32 ადამიანმა მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად კითხვები შეეხებოდა ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო საერო ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობას.

წინა წლების მსგავსად, 2016 წელს მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა ყველაზე მეტად ენდობა მასწავლებლებს. შემდეგ მოდიან ექიმები, პრეზიდენტი, პოლიცია და პრემიერმინისტრი. 2015 წლის გამოკითხვასთან შედარებით, 12 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული პრემიერმინისტრის ნდობის მაჩვენებელი.

მოსახლეობის ყველაზე მეტი - 43 პროცენტი ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი ბიძინა ივანიშვილი იყო.

2013-2015 წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი (11 პროცენტით) იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საჯარო მოხელეების მიერ პირადი მიზნების მისაღწევად თანამდებობის ბოროტად გამოყენება ძალიან გავრცელებულია.   

მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი (43 პროცენტი), ასევე, მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიზებულია - ემსახურება მმართველი პარტიის ინტერესებს, რაც 71 პროცენტის აზრით, მიუღებელია.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მოსახლეობისადმი დამოკიდებულება, ვინაიდან ამ ინსტიტუტმა ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. გამოკითხულთა 39 ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კვალიფიციურია, 30 პროცენტის აზრით - პოლიტიზებულია, 29 პროცენტი ფიქრობს, რომ სამართლიანია, ხოლო 26 პროცენტი - მიკერძოებულია.

დღის ამბები