19 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი გახშირებულ ჰომოფობიურ დანაშაულებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გახშირებულ ჰომოფობიურ დანაშაულებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს სამოქალაქო სექტორი. 12 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყონებლივ მიიღოს ეფექტური ზომები დანაშაულის პრევენციის, უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად. პოლიტიკურ პარტიებს კი თავი შეიკავონ ჰომოფობიური ენის ტირაჟირებისგან.

არასამთავრობო ორგნიზაციები ბოლო დროს მომხდარ რამდენიმე კონკრეტულ ფაქტსაც ასახელებენ.

"მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობებისა და ძალადობის ზრდა, ერთის მხრივ, ორგანიზებული პოლიტიკური, ექსტრემისტული და საეკლესიო ჯგუფების საქმიანობის, მეორეს მხრივ კი, სახელმწიფოს არსებითად არაეფექტური, დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის შედეგია,"- წერია განცხადებაში.

დღის ამბები