შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვიანობამდე სპორტსმენების ახლობლები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. ისინი იქ საღამოს 9 საათისთვის მივიდნენ. მათ აქციას ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული პირები და ქართული ოცნების წევრებიც შეუერთდნენ.
გაისმა უკიდურესი ულტიმატუმებიც - თუ სპორტსმენებს დააკავებდნენ. იქ მყოფთაგან ერთ-ერთი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე პრემიერ კახი კალაძის ნათესავია, ბენზინის გადასხმითაც დაიმუქრა, კალაძესთან ნათესაური კავშირი კი არ დაადასტურა.
აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე რუსთავი 2-ის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.