19 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
"მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იყოს დამოუკიდებლობა სარედაქციო პოლიტიკის კუთხით"-მაიკლ კარპენტერი "რუსთავი 2-ზე" საუბრობს

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენცია დღეს დაიხურება. კონფერენციაზე განცხადება გააკეთა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილემ რუსეთის და ევრაზიის საკითხებში. მაიკლ კარპენტერმა რუსთავი 2-ის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ალიანსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ღირებულებების გაზიარება. საუბარია მედიის თავისუფლებას და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ შენარჩუნებული იყოს ტელეარხების დამოუკიდებლობა, სარედაქციო პოლიტიკის კუთხით.

„მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ალიანსისთვის. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა წევრობისთვის არის ჩვენი ღირებულებების გაზიარება. დარწმუნებული ვარ, საქართველო იზიარებს ამ ღირებულებებს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ელემენტი და ვაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას. რაც შეეხება რუსთავი 2-ს, მნიშვნელოვანია რომ შენარჩუნებული იყოს ტელეარხების დამოუკიდებლობა, სარედაქციო პოლიტიკის კუთხით. ამერიკაში მედია მრავალფეროვანია და ყველას საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა აქვს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოშიც შენარჩუნებული იქნება პლურალიზმი მედია სივრცეში,“-განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

დღის ამბები