02 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღე - რუსთაველის გამზირზე საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს

სამხედრო ნაწილის გარდა დამოუკიდებლობის დღის სადღესასწაულო ღონისძიებების განრიგშია კულტურულ-გასართობი აქტივობებიც. დედაქალაქსა და რეგიონებში ეწყობა გამოფენები, ფესტივალები და კონცერტები.

რუსთაველის გამზირზე დილიდან იმყოფებიან მოქალაქეები და ტურისტები, ისინი სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს ესწრებიან, ასევე ათვალიერებენ სხვადასხვა სამინისტროებისა უწყებების მიერ წარმოდგენილ გამოფენებს.

მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჩვენებლად გამოიტანა საპატრულო პოლიციის მანქანები, მომსახურების სააგენტო კი მოქალაქეებს თავაზობს მართვის მოწმობის იმიტირებულ გამოცდას. ადგილზე ასევე წარმოდგენილია გარემოს დაცვის სამინისტრო.

რუსთაველის გამზირზე ასევე წარმოდგენილია სტენდი სახელწოდებით - საქართველოს ევროპული გზა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ კონკრეტული ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ევროპული არჩევანისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ. 

დღის ამბები