გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სერგეი ლავროვის უწყების წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ ზონაში მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება.
მარია ზახაროვას თქმით, მომხდართან რუს მესაზღვრეებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ.
„მივესალმებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრების აღდგენას. ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოსა და ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოს შორის საზღვრების დემარკაცია არ არსებობს, ასეთი მექანიზმი საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ინციდენტები და, თუ მაინც რამე მოხდა, გამოძიება ჩატარდეს ცხელ კვალზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინციდენტს, რამდენადაც ჩვენ ვიცით, კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია," - განაცხადა მარია ზახაროვამ.