03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
აქცია "თავისუფალი ზონის" ოფისთან კვერცხების სროლით დასრულდა

შეძახილები ისმოდა დღეს თავისუფალი ზონის ოფისთან. გამსახურდიას გამზირზე „თავისუფალი თაობის“ წევრები და პოლიტპატიმრების სტატუსის მქონე პირები „თავისუფალი ზონის“ გაუქმების მოთხოვნით შეიკრიბნენ. მათ მხარს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც უჭერდნენ.

აქციის ორგანიზატორებმა კობა ხაბაზის ორგანიზაციის ოფისს კვერცხები და  ბოთლები დაუშინეს. პროტესტის ნიშნად, მათ ხელში ცოცხებიც ეჭირათ. დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთისგან პოილიციის კორდონი ყოფდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ „თავისუფალი ზონის“ ოფისთან მიმდინარე მოვლენები ხელისუფლების მიერ იყო მართული და აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ. გამსახურდიას გამზირზე მიმდინარე აქციას შეურთდნენ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქციიდანაც და ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტში მონაწილეთა დასჯა მოითხოვეს. 

დღის ამბები