რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მდივანმა კომენტარი გააკეთა. ირინე იმერლიშვილის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და კერძო საკუთრების დაცვა.
„კონკრეტულ პროცესზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც სასამართლო დამოუკიდებლობა, ასევე კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ასევე კანონის უზენაესობა,“- განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.