19 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
„კალაძემ და ივანიშვილმა რუსთავი 2-თან მიმართებაში აგრესიული განცხადებები გააკეთეს"- ზაზა ხატიაშვილი

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინა სასამართლო განხილვა მან პროტესტის ნიშნად დატოვა, დღევანდელ პროცესზე დასწრებას აპირებს, რაც, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, რუსთავი 2-თან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიულმა განცხადებებმა გადააწყვეტინა.

„ორკვირიან შუალედში ხელისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ რუსთავი 2-თან მიმართებაში აგრესიული განცხადებები გააკეთა, ასევე ფაქტიური მმართველი ივანიშვილი ამ შუალედში აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ვარ და წამოვედი, რომ ამ პროცესს დავესწრო და ხელისუფლებას ხელი შევუშალო თავისი ბინძური განზრახვა სისრულეში მოიყვანოს,“- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. საია-ს წარმომადგენლის თქმით, საქმის განხილვას ყურადღებით აკვირდებიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები