სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს, სამაუწყებლო კომპანიის სახეები იმყოფებიან. მათი მოთხოვნაა, რომ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში არავინ ჩაერიოს.
"ის ვინც რუსთავი 2-ში დიდი ხანია მუშაობს, კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა და კორექტირება მოითხოვა, ქიბარ ხალვაში იყო. ის ხალხი ვინც უხეშად ჩაერია არხის ცხოვრებაში, ცუდად დაამთავრეს, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი, რეკომენდაციაა იმ ხალხს ვინც დღეს აპირებს რუსთავი 2-ის ცხოვრებაში ჩაერიოს, ხელები შორს რუსთავი 2-დან“- განაცხადა ჟურნალისტმა, ოთარ ქირიამ.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართ ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.