სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე რუსთავი 2-ის პროცესს უმრავლესობა ეხმაურება. ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას გამორიცხავს.
„ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ თქვენ ხელში არავინ ჩაგიგდოთ და თავისუფლად და დამოუკიდებლად იმუშაოთ, ჩვენი მხრიდან შეგვიძლია დაგპირდეთ იმას, რომ სასამართლოზე ზეწოლას და გავლენებს არავინ მოახდენს,“ - აცხადებს ეკა ბესელია.