19 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
"მნიშვნელოვანია არჩევნების დროს ყველა ხმა იყოს გაჟღერებული, რუსთავი 2 მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ ასე იყოს“- იან კელი

რუსთავი 2-ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით  ამერიკის ელჩმა საქართველოში კომენტარი გააკეთა. იან კელის განცხადებით, არჩევნების წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შენარჩუნებული იყოს მედია თავისუფლება. მით უფრო რუსთავი 2-ის, რადგან მიაჩნია, რომ ამ არხზე ისმის განსხვავებული აზრი.

„ვინაიდან ეს საქმე ჯერ სააპელაციო სასამართლოში განიხილება, დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არაერთხელ გვითქვამს, რომ საარჩევნო წელია, გვინდა, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, ის უნდა შეფასდეს ისე, რომ ქართველი ხალხის ნებაა გამოხატული. მედია გარემო ღიაა და თავისუფალი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნების დროს ყველა ხმა იყოს გაჟღერებული, რუსთავი 2 მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ ეს ასე იყოს“,- განაცხადა იან კელიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები