სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზად კოლეგიამ საკითხის უსაფუძვლობა დააასახელა.
ნიკა გვარამია მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვდა. მისი თქმით, წინა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა.
დღესვე, ნიკა გვარამიამ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის აცილება მოითხოვა. მისი თქმით, ნატა ნაზღაიძე იმყოფებოდა იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელზეც ეს ზეწოლა ხორციელდებოდა.
"ჩვენი ინფორმაციით, თქვენ ამ ზეწოლას არაადეკვატურად უპასუხეთ, ანუ დათანხმდით და ამიტომაც მე ვაყენებ დღეს თქვენი აცილების საკითხს, იგივე საფუძვლით", - განაცხადა გვარამიამ. მისი თქმით, სხდომის დახურვის შემთხვევაში მიაწვდის სასამართლოს ინფორმაციას.
ნატალია ნაზღაიძე დაინტერესდა თუ რომელი შემადგენლობის დროს მოხდა ეს ზეწოლა. გვარამიამ აღნიშნა, რომ საუბარია პირველივე შემადგენლობაზე , რომელსაც დაეწერა ამ საქმის განხილვა.
ნატალია ნაზღაიძის თქმით, პირველ შუამდგომლობაში იყვნენ ტყემალაძე, არევაძე და ვანო წიკლაური - ეს იყო სააპელაციო საჩივრების განმხილველი კოლეგიის შემადგენლობა.