სასამართლომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის აცილება მოითხოვა. მისი თქმით, ნატა ნაზღაიძე იმყოფებოდა იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელზეც ეს ზეწოლა ხორციელდებოდა.
მანამდე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზად კოლეგიამ საკითხის უსაფუძვლობა დაასახელა. ნიკა გვარამია მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვდა. მისი თქმით, წინა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა.