ბიძინა ივანიშვილის წერილს მთავრობის წევრები და დეპუტატები გამოეხმაურნენ. ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველო სწორი ეკონომიკური მიმართულებით ვითარდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოში უმუშევრობა დაბალია.
„საქართველოში უმუშევრობა რეკორდულად დაბალია, ეს არ არის ცოტა, ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ დღეს გაცილები ნაკლები ადამიანია უმუშევარი, თუნდაც იყო 4 წლის წინ. ეს არ არის საკმარისი და ძალიან ბევრია გასაკეთებელია,“- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
უმრავლესობის დეპუტატი, გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მედია სრულად თავისუფალია საქართველოში.
„თქვენი ტელევიზიის მაუწყებლობა არის იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში მედია სრულად თავისუფალია, საკმარისია საღამოს ჩართო ტელევიზორი, განსაკუთრებით რუსთავი 2 და უყუროთ,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი