ნიკა გვარამია სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სასამართლო სავარაუდოდ ხვალ გამოიტანს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.
"დღეს საბოლოოდ გაყიდა თავი ამ კოლეგიამ. პირველ რიგში არ აიცილა ის საქმე, რომელზეც უტყუარი ინფორმაცია წარვადგინეთ მათი დაინტერესების შესახებ, ისიც კი არ გააკეთა რომ დაეკითხა ის ადამიანები, ვინც ამ ინფორმაციას ფლობს სასამართლო საქმეებში იუსტიციის მინისტრის კერძოდ, რომელიც აუცილებლად სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცემა ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლების შემთხვევაში ყველა ისიც და დავალების გამცემები და ვეჭვობ, რომ მოსამართლეებიც ამ რიგს შეუერთდებიან იმდენად რამდენადაც პირდაპირ მიმდინარეობს ანგარიშსწორება ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არ არის სასამართლო პროცესი, დღეს საბოლოოდ გაიშიფრა კოლეგია, როდესაც ისე ჩანიშნეს სხდომა, რომ საერთოდ არ გვკითხეს გვცალია არ გვცალია ხვალ დილის 10:00 საათზე. რამდენად შესაძლებელია პროცესის განახლება რატომ არის ეს ასე საჩქარო მაშინ როდესაც არც ერთ ვითარებაში არც ერთი სასამართლო ასე მიყოლებით პროცესებს არ ნიშნავს. მოსამართლე ნატა ნაზღაიძე ზუსტად ისე მოიქცა როგორც იქცეოდა მოსამართლე ურთმელიძე გამოაცხადა სხდომის თარიღი ადგა და გაიქცა. ეს არ არის მოსამართლე ეს ქალბატონი არის ზონდერი, მისი 2 კოლეგაც მათ შორის მათდა უნებურად შესაძლოა, მაგრამ ერთ ტრიადას წარმოადგენენ და ანგარიშს უსწორებენ სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას. პასუხს აგებს ყველა დავალების გამცემი ყურადღებით მოეკიდოს საქართველოს იუსტიციის საბჭო, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ღრმად არის ჩართული, ყურადღებით მოეკიდოს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, რომელიც ღრმად არის ჩართული იმაში რაც ახლა აქ ხდება, დავალების მიმცემებიც მიეცემიან მკაცრად პასუხისგებაში იმიტომ, რომ არავინ მათ არასდროს არ აპატიებს იმ პროცესებს, რომელიც ხვალინდელ სავარაუდოდ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის წართმევის შესახებ მოჰყვება საქართველოში, ეს იქნება სამოქალაქო დაპირისპირება. ხვალ სავარაუდოდ ეს სასამართლო ეცდება დაასრულოს რუსთავი 2, არ მივცეთ საქართველოს მტერს ბიძინა ივანიშვილს და ამ მტრის მანქურთებს მათ შორის ამ მოსამართლეებს და ამ სასამართლოს თავმჯდომარეს და მთელს სასამართლოს ხელისუფლებას ვინც ამაში იღებს მონაწილეობას იუსტიციის საბჭოს ჩათვლით საქართველში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების დასრულების უფლება,"-აცხადებს ნიკა გვარამია.