რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კურიერის პირდაპირ ეთერში საქმის მოსამართლეებსა და იუსტიციის მინისტრს მიმართავს და უკანონო გადაწყვეტილებების გამო მკაცრად აკრიტიკებს.
„ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან აუცილებლად გაიქცევა იმიტომ, რომ ამ არჩევნებს წააგებს, მაგრამ თქვენ სად გაიქცევით ნაზღაიძევ, ურთმელიძევ, გუჯაბიძევ, ყაველაშვილო, სად მიდიხართ თქვენ, რგორც დაემალებით და გაექცევით მართლმსაჯულებას, რომელიც ძალიან მკაცრი იქნება თქვენი მისამართით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც მიმართავს და მას „სამარცხვინოს“ უწოდებს.
„შენ სად მიდიხარ თეა წულუკიანო, ნამდვილად სამარცხვინო ადამიანო, არარაობავ, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ისე პირადი თვალსაზრისითაც. სად ემალები მართლმსაჯულებას, როგორი აპირებ პასუხი აგო იმ მართლმსაჯულების წინააღმდეგ, რომლის დასამარებასაც ცდილობ შენი გადაწყვეტილებებით. შენი დაწერილი გადაწყვეტილებები მოგრჩება უკან პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.