"თქვენ დაამთავრებთ თქვენს კარიერას ციხეში,"-ასე მიმართა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის საქმის განმხილველ მოსამართლეებს რამდენიმე წუთის წინ კურიერის პირდაპირ ეთერში. გვარამია ტელეკომპანიის სასამართლო პროცესზე საუბრობს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლო კოლეგიაზე ზეწოლა ხორციელდება და რუსთავი 2-ის შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ არის დაწერილი.
„ბიძინა ივანიშვილის გზავნილია ეს, თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილი ამბობდა, რომ მთელ თავის რესურსს დახარჯავდა დღეს იგივე ბრძანა ივანიშვილმა. ეს კაცი არ არის გაწონასწორებული, მისი ინტელექტი ძალიან დაბალ ნიშნულზეა ინტელექტუალური ხეიბარია და გრაფომანი. პატარკაციშვილისგან განსხვავებით რესურსი რომელსაც ის ხარჯავს არის არა ფულადი, არამედ ძალაუფრებრივი. ის მართავს ხელისუფლებას, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებას სრულად. ის არის მთლიანად ივანიშვილის გავლენის ქვეშ სრლად. სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ ეს კოლეგია, არამედ სასამართლოს მენეჯმენტიც ივანიშვილის გავლენის ქვეშ არის. ის კოლეგიები, რომლებიც არ გაყვნენ ხელისუფლების და თეა წულუკიანის თამაშს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი და დანაშაულებრივი პასუხისმგებლობა აქვს სრულად წამოკიდებული. ის მთელ თავის რესურსს ხარჯავს იმისთვის, რომ ჩაქოლოს რუსთავი 2 ეს არის მთავარი რეცეპტი მისი წარმატების 2016 წლის არჩევნებზე, რადგან სხვაგვარად მას არჩევნები აქვს გარანტირებულად წაგებული რადგან ის სძულს საქართველოს მოსახლეობა, მას მხარდაჭერის რესურსი არა აქვს, ტვინგარეცხილი ადამიანების გარდა. მისი ჩახშობა არის აუცილებელი, რადგან ოპოზიციურმა პროდასავლურმა პარტიებმა ვერ მიიტანონ თავის ხმა ამომრჩევლამდე და როდესაც ის გააყალბებს არჩევნებს ეს ვერავინ გაიგოს. მანქურთი ზონდერები არიან, არიან მართულები გადაწყვეტილება დაწერილია წულუკიანის დავალებით, არა თავისით, რადგან თვითონ ერთ წინადადებასაც ვერ დაწერს რადგან უვიცია. რუსთავი 2-ის ჩახშობით ჩვენ ამ შენობიდან არ გავალთ და ჩვენ დაგვიცავს ძალიან ბევრი ადამიანი და შეიძლება საქმის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, ამას ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, მაგრამ აუცილებლად გააცნობიერებენ მაშინ როდესაც მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება, ოღონდ შეიძლება გისოსებს მიღმა იყვნენ უკვე ეს მოსამართლეები. მე მათი პირადი მტერი ვარ.“-აცხადებს ნიკა გვარამია.