რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესიდან მოსამართლეთა კოლეგიის მიერ გამოძევებული ქრონიკა +-ის რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ის გაცინების გულისთვის გამოაძევეს დარბაზიდან.
„ის რაც ამ დარბაზში ხდება, არაფერი არ აქვს საერთო არც სამართალთან და არც მართლმსაჯულებასთან. სასამართლო კოლეგიაში ზის სამი შაჰიდი ქალი, რომელიც აფეთქებს საქართველოში დემოკრატიას და ანგრევს ქართულ სახელმწიფოს. მე მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომელიც არის დამკვეთი, თქვენ ამ ბრძოლაში დამარცხდებით. რუსთავი 2- აუცილებლად იქნება გამარჯვებული ხალხის ტელევიზია,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
აქვე კილაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს მიმართა, შეაჩერონ ბიძინა ივანიშვილი.
„ეს არის გზა სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, ეს გზა პირველ რიგში დაამარცხებს ხელისუფლებას, ეს გზა საბოლოოდ დაასამარებს ამ ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პერსპექტივას,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.