19 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"თუ მედიის თავისუფლების საკითხი არ მოგვარდება, დაგვემუქრება ევროინტეგრაციის გზაზე საფრთხე" - მამუკა კუდავა

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე შეფასებას აკეთებენ პოლიტიკოსები. ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის საგარეო მდივნის თქმით, ეს პროცესი გახდა პოლიტიკური.

მამუკა კუდავას განცხადებით, რუსთავი 2-ის და მედიის თავისუფლების თემა პარტნიორების მიერ დაკავშირებული იქნება უვიზო მიმოსვლასთან და ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. მისივე განმარტებით, ასეთი გზავნილები უკვე გაკეთდა ხელისუფლებასთან შეხვედრებისას წინა წელს.

„თუ მედიის თავისუფლების საკითხი არ მოგვარდება და გადაწყდება ტენდენციურად, ჩვენ დაგვემუქრება ევროინტეგრაციის გზაზე საფრთხე და სხვა შანსი შესაძლოა არც მოგვეცეს“ - აცხადებს მამუკა კუდავა.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესები ქვეყნის იმიჯს დააზარალებს.

რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აფასებს საკრებულოს უმცირესობის წევრი სევდია უგრეხელიძე. ის პროცესების პოლიტიზირებაზე საუბრობს.

ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი არ მალავენ, რომ ეს არის მათი პოლიტიკური ინტერესი. სწორედ იმით არიან უკმაყოფილო, რომ ჭეშმარიტება, რომელიც გვესმის რუსთავი 2-დან, არის ერთადერთი მართალი სიტყვა და ამ მართალი სიტყვის მათ ეშინიათ,“ - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აწყობს არეულობა, რადგან მათ მშვიდობიანად მოსვლის შანსი არ აქვთ.

 

დღის ამბები