საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეს სამართლებრივი პროცესია და მათი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. მათი მტკიცებით, ხელისუფლების ჩარევა ამ პროცესში არ მოხდება.
„არცერთი პოლიტიკოსის განცხადებამ არ უნდა მოახდინოს გავლენა მიმდინარე პროცესზე, ამიტომ დაველოდოთ სასამართლო რა გადაწყვეტილებებს მიიღებს“ – აცხადებს ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ეკა ბესელია.
სამართლებრივ დავას უწოდებს მიმდინარე პროცესს ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების თავმჯდომარე გიგა ბუკია და აცხადებს, რომ ეს დავა არ დაწყებულა 2012 წელს და ბევრად ადრე დაიწყო.
„იმედია, საბოლოო ჯამში, ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ნაკლებ კითხვებს დატოვებს. იმედია, ეს პროცესი არ გამოიწვევს ყველაზე უარესს, რომ რუსთავი 2-ის გაჩერდეს,“ - აცხადებს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი, ნოდარ ებანოიძე.