19 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
"მედია საშუალებებზე ამა თუ იმ ფორმით შეტევა, ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივაციებით“ - მამუკა კაციტაძე

ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით საუბრობენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის მიმდინარე პროცესს აფასებს.

„საარჩევნო წლის განმავლობაში, მედია საშუალებებზე ამა თუ იმ ფორმით შეტევა, ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივაციებით,“ - აცხადებს ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ეს პროცესი იქნება ერთგვარი ტესტი თუ როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები.

„სამწუხაროდ ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელიც არ დატოვებდა კითხვის ნიშანს,“ - განაცხადა თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ, კახა კუკავამ. 

დღის ამბები