კიდევ ერთი განცხადება, რომელიც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთდა. სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა.
„მე სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, თუმცა ყოვლად დაუშვებელია რუსთავი 2-ის სარედაქციო მენეჯმენტისა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა იან კელიმ.