რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესების შესახებ შეფასება გააკეთა პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, პროცესები ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ფორსირება, რც ხდება დღეს, პირდაპირ მიუთითებს, რომ წინასაარჩევნოდ სწრაფად მოხდეს მედიარესურსების გადალაგება, იმისთვის, რომ არ ქონდეს მოქალაქეებს თავისუფალი აზრის მოსმენა შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, პროცესები ძალიან დააზიანებს საქართველოს საგარეო იმიჯს.
„აი ეს ფარსი, რაც იმართება სასამართლოს სახელით, უკიდურესად დააზიანებს ჩვენ ძალიან სერიოზულ ინტერესებს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეფასება გააკეთა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც აღნიშნა რომ პროცესები ბიძინა ივანიშვლისთვის და ხელისუფლებისთვის წარუმატებლობით დასრულდება.
„თავისუფალი დემოკრატები მთლიანად პასუხისმგებლობას ამაზე აკისრებენ ივანიშვილის,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.