კვალავ ორ სუბიექტს შორის დავად აფასებენ და რუსთავი 2-ის საქმესთან კავშირს უარყოფენ მმართველ გუნდში. კომენტარი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ვიცე პრემიერმა გააკეთა.
"არანაირი მექანიზმი სასამართლოზე ზემოქმედების, ზეწოლის არ არსებობს, მე ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ასეთი მექანიზმი. ორ სუბიექტს შორის დავა საკუთრებაზე, ეს არის დავა, რომელიც უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დედაქალაქის მერს სასამართლო ხელისუფლების ობიექტურობის იმედი აქვს.
"ვფიქრობ, ყველაფერი ობიექტურად იქნება და ისვე როგორც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველაფერი კანონმდებლობის და დემოკრატიის დაცვის ჩარჩოებში მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება," - აცხადებს დავით ნარმანია.