სააპელაციო სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია. როგორც ადგილზე მყოფი კურიერის გადამღები ჯგუფი აცხადებს, მათთვის ამის მიზეზი უცნობია, რადგან სამართალდამცველები ამაზე ოფიციალურად არ საუბრობენ. მათი თქმით, ხალხმრავალ ადგილებში ისინი მუშაობის რეჟიმში იმყოფებიან.
ადგილზე იმყოფებიან როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ისინი არიან სასამართლოს ეზოშიც და მის გარე პერიმეტრზეც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სასამართლოსთან პოლიციის განსაკუთრებულ მობილიზებაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ, რომ განსაკუთრებული პოლიციის მობილიზებაში არაფერია.
როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლოში დილიდან რუსთავი 2-ის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოში კი ტელეკომპანიის მხარდამჭერები იმყოფებიან.