სააპელაციო სასამართლოს ეზოში დღეს დილიდან იმყოფებიან რუსთავი 2-ის მხარდამჭერები. შეკრებილი ადამიანები საუბრობენ იმის შესახებ, რომ პროცესები, რაც მიმდინარეობს ტელეკომპანიის გარშემო, ეს არის ზეწოლა დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე.
შეკრებილი ადამიანები, აცხადებენ, რომ ბოლომდე დაესწრებიან მიმდინარე პროცესებს და აკვირდებიან მათ მიმდინარეობას.
სააპელაციოს ეზოში იმყოფებიან ჟურნალისტები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სტუდენტები.
„ეს აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო მამაჩემის აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამჯერად მათ მიზანში ამოიღეს თავისუფალი მედია და ცდილობენ მის შეზღუდვას. მნიშვნელოვანია მის დასაცავად ჩვენი მხარდაჭერა,“ - განაცხადა კახა ბენდუქიძის შვილმა ანასტასია გონჩაროვამ.