რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა. სააპელაციო სასამართლოში დილიდან სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან სარედაქციო პოლიტიკა, მასზე ზეწოლა და ის სამართლებრივი დაცვა, ქონებასთან დაკავშირებული, რომელიც დღეს მიმდინარეობს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მიმართულება - სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა, მისი სწორი გადაწყვეტილებები და ასევე მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია გარემო, სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა. ამიტომ, საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოველთვის გაკეთდება მაქსიმუმი იმისათვის, რომ ნებისმიერი ჩარევა სარედაქციო პოლიტიკაში იქნას მაქსიმალურად თავიდან აცილებული,“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.