რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრსა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა - ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორი ავრცელებს.
ელისო კილაძე ეკა ბესელიასა და მერაბ ტურავას სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებას სთხოვს, რომლითაც მოხდება გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა, რომლის თანახმად, რუსთავი2-ის საქმე იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან, გადაწყდა. სატელეფონო საუბარი წულუკიანის კაბინეტიდან კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთან ეკა ბესელიამ განახორციელა.
„საუბარი ეხებოდა რუსთავი2-ში მიმდინარე პროცესებს, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალბატონმა ბესელიამ დაურეკა მერაბ ტურავას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, შემდეგი ტექსტით, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის თემა მოგვარდა და რა ხდება მანდ, საკონსტიტუციო სასამართლოში. მე არ ვიცი, რა პასუხი გასცა მერაბ ტურავამ, მაგრამ ეს ფაქტი მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული რუსთავი2-ის მითვისების საქმეში,“ - აცხადებს ელისო კილაძე.