ელისო კილაძის ბრალდებებს ეკა ბესელია "სისულელეს" უწოდებს და რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით კონსპირაციულ შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას „ბოდვად“ მოიხსენიებს.
„ვიღა უსმენს კილაძეს და მის უთავბოლო და უაზრო ზღაპრებს,“ - ასე პასუხობს კურიერის შეკითხვას აღნიშნულ საკითხზე ეკა ბესელია.
იყო თუ არა თეა წულუკიანთან შეხვედრაზე, დეპუტატი კონკრეტულ პასუხს თავს არიდებს და ამბობს, რომ წულუკიანთან საუბრობს თუ არა, ამას ელისო კილაძის „ბოდვებთან“ კავშირი არა აქვს.
იუსტიციის მინისტრსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან კომუნიკაციას უარყოფს მერაბ ტურავაც.
კურიერთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ამბობს, რომ 26 მაისი შემდეგ არავინ უნახავს.
„26 მაისს მთაწმინდაზე გაიმართა დიდი მიღება და იმ მიღებას ვესწრებოდი, თითიდან გამოწოვილი ინფორმაციაა,“ - ამბობს ტურავა კურიერთან სატელეფონო საუბრისას.