პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ რუსთავი2-ის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, პასუხობს.
„გიორგი კვირიკაშვილმა თავის "გონორს" მიხედოს, ფულით ნაყიდი რომ იყო და ახალი მემარჯვენეების ფრაქციაში რომ ოჯდა. მას საერთოდ არაფერი აქვს სალაპარაკო, სამარცხვინოა. სამარცხვინოა, როდესაც იუსტიციის მინისტრი ასეთ პროცესებს მართავს და იმასაც ვერ უწევს კონტროლს. უკაცრავად და "ახატია" იუსტიციის მინისტრს, რას ფიქრობს მისი პრემიერი. სასამართლო პროცესებს მართავს თვითონ. კვირიკაშვილმა კი, რომელიც ნამდვილად ზიანდება ამ ყველაფრისგან, საკუთარი გონორი გააკონტროლოს, არაფერს რომ არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში და მის სიტყვას ჩირის ფასი რომ აქვს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.