19 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე ფორსირებულ რეჟიმში მიდის ფინიშამდე

რუსთავი2-ის საქმის განხილვა 3 ივნისს გაგრძელდება. სააპელაციო სასამართლოში სხდომა კვლავ რუსთავი2-ის შუამდგომლობების და მოთხოვნების უგულებელყოფით ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა.

პროცესის წარმართვის ტემპი შენარჩუნებულია და კოლეგია კვლავ ფორსირებულ რეჟიმში ცდილობს ფინიშამდე გასვლას.

მომდევნო სხდომაზე, რომელიც 3 ივნისს, 14 საათზეა ჩანიშნული, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის კოლეგია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე ქიბარ ხალვაშის იურისტის პოზიციას მოისმენს.

 

 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები