19 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
თავისუფალ სიტყვაზე შეტევის გადამწყვეტი რაუნდი - რუსთავი2-ის საქმეს პოლიტიკოსები აფასებენ

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთიდან გააკრიტიკა. ბორდოში ვიზიტად მყოფი გიორგი კვირიკაშვილი სააპელაციო სასამართლოს დაცვასაც შეეცადა.

რუსთავი2-ის საქმეზე თავის განცხადებაში პრემიერი იმის მტკიცებასაც შეეცადა, რომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხმაურიანი პროცესი ხელისუფლების მხრიდან მართული არ არის.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის ნიკა გვარამიას იმ განცხადებებზეც ნაწყენია, რომელსაც რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი მთავრობის მეთაურის მისამართით აკეთებს.

გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკური წარსული და ბიოგრაფია შეახსენა დღეს ნიკა გვარამიამ.

სააპელაციო სასამართლოს ეზოდან რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა პრემიერ-მინისტრისთვის კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსთავი2-ის საქმეში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ღია ჩართულობასთან დაკავშირებით.

 

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

დღის ამბები