დღეს სააპელაციო სასამართლოს ეზო რუსთავი2-ის მხარდამჭერებით იყო სავსე. პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უბრალო მოქალაქეები სოლიდარობის გამოსახატავად შეიკრიბნენ და პროცეცსის დასრულებამდე იქ იმყოფებოდნენ.
მესამე სექტორი და ჟურნალისტები რუსთავი2-ის საქმის დაჩქარებული ტემპით განხილვაზე აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ საქმის განხილვა ფორსირებულ რეჟიმში ხელისუფლების გადაწყვეტილებით მიმდინარეობს.
„ფაქტია, რომ ხელისუფლებას ეჩქარება,“ - აცხადებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები და საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებზე აკეთებენ აქცენტს.
„რაც მოხდა სასამართლო პროცესზე, ეს არასამათავრობო ორგანიზაციებს გვიქმნის ეჭვის საფუძველს, რომ ხელისუფლება, სავარაუდოდ, ცდილობს, სასამართლო გამოიყენოს კიდევ ერთხელ პოლიტიკური ზეწოლისთვის, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას საფუძველს აცლის,“ - აცხადებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი, ეკა ჭითანავა.
მხარდამჭერებთან ერთად სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებით იყო გარშემორტყმული.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი