19 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ჩვენ ფიზიკურად დავდგებით თქვენს ეზოში და ასე დაგიცავთ - ნინო დანელია

მედიაექსპერტი ნინო დანელია რუსთავი2-ის წინააღმდეგ საქმეში საზოგადოების აქტივობასა და დამოუკიდებელი მედიის არსებობის მნიშვნელობაზე გადაცემა არჩევანში საუბრობს.

დანელიას თქმით, რუსთავი2-ის ფიზიკურად დაცვისთვისაც არსებობს მზადყოფნა.

„ამ არხების გადაკეტვა დაიწყო და ამით ცდილობს, მკაფიო გზავნილი იყოს ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ეუბნება, რომ ჩვენ თქვენს გადაცემებს დავხურავთ, სარედაქციო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომელიც არ შეუქმნის დისკომფორტს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ფიზიკურად დავდგებით თქვენს ეზოში და ასე მოგცემთ საშუალებას, იმუშაოთ,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

დღის ამბები