19 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
უკანონო მშენებლობები - დედაქალაქის მერი არასამთავრობო სექტორს პასუხობს

ყველა გადაწყვეტილება კანონის დაცვით არის მიღებული - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევას თბილისის მერი.

დავით ნარმანიას თქმით, იგი ამ კვლევას არ იცნობს, თუმცა აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვები კანონიერია.

„ის ქმედებები, რაც ჩვენ განვახორციელეთ, არის აბსოლუტურად სამართლიანი, შესაბამისი კანონმდებლობის ნორმებიდან და პროცედურებიდან გამომდინარე. 20-მდე სხვადასხვა კვლევა გაკეთდა, შესაბამისად, პროექტი მაქსიმალურად დაიხვეწა, ამიტომ, რაიმე სახის პრობლემა ამ პროექტის ნაწილში, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, არ არსებობდა," - განაცხადა დავით ნარმაიამ.

შეგახსენებთ, პანორამა თბილისის პროექტისა და ბოტანიკური ბაღის შეცვლილ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის არაკანონიერებაზე საუბრობს თავის კვლევაში არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის (EMC) ცენტრი.

დღის ამბები