ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხურვალეთში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს მიულოცა.
ბაქრაძემ მათ მშვიდობიან და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება უსურვა.
„გადავწყვიტეთ დღევანდელი დღეს სიმბოლურად მიგველოცა დევნილებისთვის. ვუსურვებ მათ, რომ მომავალი დღესასწაულები მიგველოცოს მათ ჭერქვეშ, მათ სახლებში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.