დღეს რუსთავი 2-ის დაბადების დღეა ტელეკომპანია 22 წლისაა. მისი ისტორია 1994 წელს ქალაქ რუსთავში, ერთ ოთახში დაიწყო და უკვე წლებია ის თბილისიდან განაგრძობს მაუწყებლობას. ამ წლების განმავლობაში იყო რუსთავი 2-თან დაპირისპირების, შენობაში შეჭრის და ტელეკომანიის დახურვის არაერთი მცდელობა. ამ 22 წლის განმავლობაში რუსთავი 2 ყოველთვის იყო ლიდერი მედია ბაზარზე.
22 წლის იუბილეს რუსთავი 2 სასამართლო პროცესებით და დახურვის მუქარით ხვდება, მაგრამ აგრძელებს მუშაობას.
ავტორი: სალომე ბენაშვილი.