მყინვარწვერზე რუსეთის მოქალაქე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მთამსვლელების ინფორმაციით, ტურისტები წესების დარღვევით, შესაბამისი ეკიპირების გარეშე გადაადგილდებოდნენ და ერთ-ერთი მათგანი ყინულის ნაპრალში ჩავარდა.
მთამსვლელებმა მისი გამოყვანა მყინვარიდან მოახერხეს, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა.