ბიზნეს კონტაქტის ჟურნალისტებს მაესტროს შენობაში შესასვლელი საშვები დღეს უკვე გაუქმებული დახვდათ. დირექტორის გადაწყვეტილებით, გადაცემებზე ბიზნეს კონტაქტი, საქმიანი დილა და ანალიტიკა, რომელსაც სამაუწყებლო ბადის ძირითადი ნაწილი ეკავა და შემოსავლის წყაროც იყო, არხი უარს ამბობს. შრომითი ხელშეკრულების შეჩერების შესახებ შეტყობინება 4 პირის შემდეგ ახლა უკვე, ამ გადაცემების 32-ივე თანამშრომელმა მიიღო, ზურაბ ნაყეურის ხელმოწერილ დოკუმენტში გათავისუფლების შესახებ მითითებული მიზეზები ჟურნალისტებისთვის გაუგებარია.
შრომითი ხელშეკრულების შეჩერების შემდეგ ჟურნალისტებმა არხის დირექტორს კოლექტიური განცხადებით მიმართეს, სადაც გაფიცვის ორგანიზება ოფიციალურად უარყვეს და არხის ხელმძღვანელობას სამი მოთხოვნით მიმართეს, მათ შორისაა შრომითი ხელშეკრულების აღდგენა და შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება გარკვეული ვადით. განცხადების ჩაბარებაზე მაესტროს დირექტორმა უარი თქვა.
ავტორი: ანა წერეთელი.