საპროტესტო აქცია გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში. ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის ცენტრალურ გზაზე დაუსრულებელ სამუშაოებს აპროტესტებს.
საუბარია ერთკილომეტრიან გზის მონაკვეთზე, სადაც ასფალტი მხოლოდ გზის ერთ ნაწილზე დააგეს. ადგილობრივები სანიაღვრე არხების არარსებობაზეც ჩივიან. მათი თქმით, უხვი ნალექის დროს წყალი ეზოებში უვარდებათ და გადაადგილება უჭირთ.
გურჯაანის გამგეობის ინფორმაციით, ვაჩნაძიანში გზის სრულად მოასფალტება მომავალი წლისთვის იგეგმება.