03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი 5 თვე დახმარების გარეშე ცხოვრობდა

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი შატილოვების ოჯახი 5 თვის განმავლობაში შეწყვეტილი სოციალური დახმარების ანაზრაურებას ითხოვს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მოხუცების პენსია და სახელმწიფოს დახმარებაა. ანაიდა შატილოვა 87 წლის მამასთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც კურიერის ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, რომ ხშირად მათ საჭმელიც არ აქვთ.

შატილოვები სოციალურ დახმარებას 2006 წლიდან მუდმივად იღებდნენ. რამდენიმე თვის წინ მის შეწყვეტას კი სოციალური დახმარების სააგენტოში იმ მიზეზით ხსნიან, რომ ერთი და იმავე ქუჩის დასახელება და ნომერი 2 სხვადასხვა ადგილზეა მითითებული და სოციალურმა აგენტმა შატილოვების ოჯახი ამ მიზეზით ვერ აღმოაჩინა. ანაიდა შატილოვას კი დროულად არ მიუმართავს სააგენტოსთვის პრობლემის მოსაგვარებლად, რის გამოც მას 5 თვე დახმარება არ მიუღუია.

გაჭირვებულ ოჯახს დახმარება უკვე აღუდგა. 

დღის ამბები